სიახლე 

ფოთელმა პოლიტიკოსებმა არჩევნები შეფასეს 29 10 18

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ფოთში ოპოზიციურმა ძალებმა შეაფასეს, მათი განცხადებით, 28 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი დუნდუას თქმით, ხელისუფლების მცდელობისა, არჩევნები გაეყალბებიათ და თავიანთი კანდიდატისთვის გამარჯვება დაეწერათ, არ გამოუვიდათ. ისინი ღიად აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით ხომერიკმა, აღნიშნა რომ მათი მხარდამჭერების მხრიდან, არ უნდა იყოს არავითარი ეიფორია და ზეიმი, რადგან წინ მეორე ტურია. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხორავამ, მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩევლებს. პრეზიდენტის არჩევნებში, 50 %-იანი ბარიერი ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა – შესაბამისად მეორე ტური გაიმართება.

მსგავსი სტატიები