საჩივრების ხმაურიანი განხილვა ფოთის საოლქო კომისიაში 31 10 18
დასრულდა ფოთის № 70-ე საოლქო კომისიის სხდომა, სადაც საჩივრების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.საოლქო საარჩევნო კომისიამ 31 საჩივრიდან 2 დააკმაყოფილა, ერთი არ დააკმაყოფილა, ხოლო 28 განუხილავი დატოვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა დავა სასამართლოში გაგრძელდეს.