კოლხეთის ეროვნული პარკში „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები დააჯილდოვეს 1 11 18
31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნება. შავი ზღვის დაცვის კვირეულის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ, პროექტის მონაწილე „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები, სხვადასხვა ეკო პროექტების განხორციელებისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. როგორც კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელმა, ხათუნა ქაცარავამ განაცხადა, “ნორჩი ელჩები”, პროექტის ფარგლებში, ჩატარებული ტრენინგების შაშუალებით, არსებულ ეკო პრობლემებს გაეცნენ, საჭიროებიდან გამომდინარე მათ პროექტები მოამზადეს და ეკოკლუბი დაარსეს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს. ერთ ერთი მოსწავლის მიერ ეკოლოგიის დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი რეკლემა გამარჯვებული გახდა. შავი ზღვის სართაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნორჩმა ელჩებმა, სიგელებით დაჯილდოვების ცერემონიიის შემდეგ აქცია მოაწყვეს და სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. აღნიშნულ გეგმაზე ხელის მოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება.