ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას ფოთის მე-5 სკოლა დაიცავს
23 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის, 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მიიღებს მონაწილეობას.ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის V საჯარო სკოლის გუნდი. გაგაცნობთ გუნდის შემადგენლობას: აკაკი ყალიჩავა, გიორგი თადუმაძე, ელენე წოწონავა და ნია დანელია