სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში 5 11 18

გუშინ ფოთში, მერაბ კოსტავასა და 8 მარტის ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რის გამოც ტრამვული დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილიმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პაციენტებს შესაბმისი გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარდათ, რის შემდეგ ერთი არასრულწლოვანი ბინაზე გაწერეს. ამჟამად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სტატიები