ფოთელების აზრი არჩევნების მეორე ტურის შესახებ 6 11 18
რას ფიქრობს ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, მიიღეს თუ არა მონაწილეობა 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში და ჩატარდა თუ არა სამართლიანი არჩევნები, –სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ ამ კითხვებით დღეს ფოთის მოსახლეობას მიმართა. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებზე იყო და საკუთარი ხმა დააფიქსირა, ასევე მზაობას გამოთქვამენ საკუთარი არჩევანი მეორე ტურშიც დააფიქსირონ და ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ.