ფოთის სანაპიროზე ქარბორბალა დაფიქსირდა
ფოთის სანაპირო ზოლზე ქარბორბალა დაფიქსირდა. ძლიერი ქარი ზღვაზე სამხრეთ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მერიის პრესცენტრში აცხადებენ,რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურში,რაიმე სახის დაზიანების თაობაზე შეტყობინება არ შემოსილა. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ქარბორბალას განმეორება არ არის მოსალოდნელი, მათივე მონაცემებით,ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე უამინდობა რამდენიმე დღე შენარჩუნდება, ხოლო ზღვის ღელვა 5-6 ბალამდე დაფიქსირდება