სამეგრელოსთან შედარებით გურიაში თხილის ცუდი მოსავალი იყო 7 11 18
გურიასა და სამეგრელოში ფერმერებმა ხარისხობრივად თხილის განსხვავებული მოსავალი მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მიზეზებზე საუბრობს. ნინო შეწირულის თქმით, 2017 წელს გურიაში აზიური ფაროსანას პოპულაცია შედარებით მცირე იყო, შესაბამისადნ ნაკლებად დააზიანა თხილის კულტურაც, სამეგრელოში კი პირიქით, ამირომ გურულებმა პრობლემის სიმწვავე დროულად ვერ გააცნობიერეს.
მისი განმარტებით, ამ მხრივ სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, და ის ერთეული ფერმერები რომელბიც მავნებელთან ბრძოლის პროცესში თავადაც ჩაერთვნენ, მათი მოსავალი უკეთესი იყო.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.