სიახლე 

აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი საქართველოში 8 11 18

საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე მავნებლის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, არ მომხდარა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული მომენტისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა არ დგას. უწყების ინფორმაციით, მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ფერომონიანი დამჭერები აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიცაა განთავსებული და შედეგები შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

მსგავსი სტატიები