მურთაზ ზოდელავას ბრიფინგი ფოთში 9 11 18
ფოთში, ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით ფოთში გამოვლინდა ზუსტად იგივე დარღვევა, რაც გუშინ კრწანისის ოლქში დაფიქსირდა.კერძოდ, ზოდელავას მტკიცებით „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მხრიდან ადგილი ქონდა დალუქული საარჩევნო სიების გახსნის ფაქტს. ის საგამოძიებო უწყებებს აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მომხდათან დაკავშირრბით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კი ზოდელავას ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს. ,,აღნიშნულ ფურცელზე ინფორმაციაა ჩვენი წევრებისა და აქტივისტების შესახებ. ეს არაა საარჩევნო დოკუმენტი, არამედ სამუშაო სიაა.”- განაცხადა „ქართული ოცნების” შტაბის წევრმა, ნიკა კორშიამ.