სიახლე 

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში 12 11 18

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში შემოდგომის მიწურულია და მეციტრუსე ფერმერები ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. გასულ წელს ციტრუსის კულტურაში აზიური ფაროსანა მცირედით შეინიშნებოდა და ფერმერებს მოსავლის ნაწილიც დაუზიანა. სოფელ შარაბიძეების მკვიდრ, სულხან ვერძაძეს მანდარინის პლანტაცია ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული და წელს 15-20 ტონამდე მოსავალს ელოდება. ფერმერი ამბობს, რომ გასულ წელს აზიური ფაროსანა გაცილებით აქტიური იყო და მეტი რაოდენობითაც შეინიშნებოდა, წელს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კი მის ბაღში პოპულაცია შემცირდა და ბაღლინჯოს მისი ციტრუსიც თითქის არ დაუზინებია.

მსგავსი სტატიები