ფოთის საფეხბურთო გუნდი მარტვილის “მერანს“ უმასპინძლებს
ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ „კოლხეთი-1913“-მა გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ფლეი-აუტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის ფლეი-აუტის პირველი მატჩი, 30 ნოემბერს ფოთის „პარკი-არენას“ მოედანზე გაიმართება,სადაც ფოთის გუნდი მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.