როგორ დაიცვა ფერმერმა ფუტკარი ციტრუსის წამლობისას 13 11 18
როგორ დაიცვა ფერმერმა ფუტკარი ციტრუსის წამლობისას აჭარის რეგიონში ფერმერთა ნაწილი ციტრუსის ბაღების მოვლასთან ერთად, მეფუტკრეობასაც ეწევა. სოფელ ერგეს მცხოვრებ ბადრი ლორთქიფანიძეს მანდარინის და ლიმონის ბაღებში ფუტკრის სკებიც აქვს. ფერმერი ამბობს, რომ გარდა იმ წამლობებისა, რომელიც უკვე აქამდე არსებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ტარდებოდა, ბოლო წლებში საჭირო გახდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობაც. ბადრი ლორთქიფანიძე წამლობის დროს ფუტკრის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებებზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ თუ წამლობა საღამოს პერიოდში ჩატარდება ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.