სიახლე 

ფოთის ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძეს საღამო გაიმართა 13 11 18

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმი, სახელწოდებით „მზიანი გულის კაცი“ გაიმართა. ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე გაიხსენეს ნოდარ დუმბაძეს მოღვაწეობა და ცხოვრება. მისი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს და პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს. საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაკა ვაშაკიძეს ხელმძღვანელობით ჩატარდა. მაკა ვაშაკიძემ როგორც აღნიშნა, ღონისძიების მიზანი იყო, პატარა მოსწავლეებისთვის გაეცნოთ ნოდარ დუმბაძეს შემოქმედება, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. რადგან, თითოეული ბავსვის გულში ნოდარ დუმბაძისეულმა სკეთემ სიღრმისეულად გაიდგას ფესვები. საღამოს საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, მეორე სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის მუზეუმის მონახულება.

მსგავსი სტატიები