სიახლე 

2017-2018 წლების სასკოლო- სპორტული ოლიმპიადა დაიწყო

2017-2018 წლების სასკოლოს- სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. 2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო. რის აღსანიშნავადაც ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა დროშა დედაქალაქის მერს გადასცა. კახი კალაძის თქმით, ეს ოლიმპიადა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე ფეხბურთში გამარჯებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. ოქროს მედლები თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდის წევრებმა მოიპოვეს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება. ოლიმპიადის გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკი“ გახდა.

მსგავსი სტატიები