მინისტრებმა ფოთის რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს 19 11 18
ფოთში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდნენ. მათ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს. როგორც მინისტრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დასრულდა სამუშოების პირველი ეტაპი. კერძოდ, კაშხლის ფარებზე მოხდა მექანიკური ნაწილების აღდგენა და განახლება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტროტექნიკა, გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.ხოლო თებერვლის თვიდან განახლდება შენობის შესწავლა, რის მიხედვითაც მოხდება დამატებითი სამუშაოების დაგეგმვა.