სიახლე 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება 23 11 18

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.ისინი თანმშრომლებზე ზეწოლას უარყოფენ და ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია აღიარებს თანამშრომლების დემოკრატიულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ პირადი შეხედულებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე არასდროს არ გვქონია მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობა , კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით,“- აცხადებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა და ანონიმური წერილი გაასაჯაროა, რომელიც მისი თქმით დაუდგენელმა პირმა ოფისის კარებთან დატოვა. წერილში მითითებულია, რომ პორტში იძულებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით იმუქრებიან.

მსგავსი სტატიები