ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა
სამოყვარულო ფეხბურთში ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა წყალტუბოს ცენტრალურ სატადიონზე გაიმართა. სადაც ფოთელებმა წყალტუბოს გუნდი, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მეტოქის კარში ორივე გოლი გიორგი ფარღალავამ გაიტანა.