ფოთის მაჟორიტარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევანი მე-9 უბანზე დააფიქსირეს 28 11 18
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 12 საათის მონაცემებით, მე-9 საარჩევნო უბანზე 287-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ხმა. ამ უბნის კომისიის თავჯდომარის მოადგილის, ზაურ ცომაიას განცხადებით, 1 483 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული. როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა აქტივობა წინა ტურთან შედარებით საკმაოდ მაღალია. მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ თავისი არჩევანი მეცხრე უბანზე გააკეთა, როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ფოთელმა ამომრჩეველმა საქართველოს ევროპულ განვითარებას მისცა ხმა. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ თავისი არჩევანი მეცხრე უბანზე დააფიქსირა, მან ხმა საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალს მისცა ხმა. ფოთში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურში მათი რიცხვი 69 ამომრჩევლით გაიზარდა.

