ფოთელი სტუდენტების საქველმოქმედო აქცია 29 11 18
ფოთში, რამდენიმე დღის წინ ათონელის ორ ნომერში ავტოსამრეცხაო გაიხსნა. როგორც სამრეცხაოს მეპატრონე აცხადებს, რომ ყოველი თვის ბოლოს, შემოსავლის 8%-ით სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარებიან. ინიციატივა, ხუთ სტუდენტს ეკუთვნის, რომლებიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობენ. მათი სლოგანია-“შანსი ახალგაზრდებს”.
პირველი ოჯახი, რომელსაც დაეხმარებიან ახალგაზრდებს უკვე შერჩეული ჰყავთ და მას 2019 წლის დადგომამდე საჩუქრებით ესტუმრებიან.