ფოთში ნოდარ დუმბაძეს საიუბილეო ღონისძიება გაიმართა 6 12 18
დღეს ფოთის, მესამე საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა მწერლის მოთხრობების პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს. ბავშვებმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის”, “ხაზარულასა” და “სისხლის” ეტიუდები წარმოადგინეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს. ასევე მწერლის ბიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს.
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა, ქალაქ თბილისში. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამა მისი დახვრიტეს დედა კი დააპატიმრეს და გადაასახლეს. ნოდარი ჯერ აფხაძეთში დეიდებთან იზრდებოდა, შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.
1950-ანი წლებიდან ნოდარ დუმბაძეს ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალში იბეჭდებოდა. თხრობის სტილმა და განუმეორებელმა იუმორმა მწერლის პოპულარობა განაპირობა.