სიახლე 

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი “იდებატე ” ჩატარდა 10 12 18

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი ,,იდებატე” დაიწყო. 8 დეკემბერს , ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში მეათე კლასელებს შორის დებატები სოციალურ თემაზე გაიმართა, კონკურსი გუნდურობის პრინციპზეა აგებული და მასში 40 მოსწავლე მონაწილეობს.
მე-15 საჯარო სკოლის კონკურსებისა და პროექტების მენეჯერის თქმით, მეათე კლასელები, მომავლის აკადემიის პროექტ ,,იდებატეს” ფინალისტები გახდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ქალაქში ყველა თანატოლისთვის მიეწვდინათ ხმა, შეეკრიბათ ისინი და გაეზიარებინათ ბრიტანული სტილით დებატების წარმართვა.

,,იდებატე” – ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების კონკურსია, რომელიც საქართველოს მომავლი აკადემიის პროექტის ფარგლებში იმართება. ფოთში კი პირველად ფონდ ,,ბილივის” მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები