საფრანგეთში ფოთელი კანონიერი ქურდი დააკავეს 11 12 18
საფრანგეთში დაკავებული ერთ-ერთი ,,კანონიერი ქურდი“ რევაზ სესკურია ფოთელია, ის თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდა. ახლა მისი სახოვრებელი ბინა დაკეტილია. მეზობლები სესკურიას დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არ იციან თუ რას საქმიანობდა იგი. ,,ამ კორპუსში მე-9 სართულზე ცხოვრობდა.მეზობელი იყო, მაგრამ დიდი ხანია არ მინახია,დედამისს ვხედავდი ხოლმე , წლებია რაც არ ყოფილან.ადრე მთელი ოჯახი აქ ცხოვრობდა. მის საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი.არც მისი დაკავების შესახებ მაქვს ინფორმაცია,“- განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ სესკურიას მეზობელმა რუსუდან გოგონაიამ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“- 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა.