სიახლე 

ფოთში განახლებულ ნიკოლაძის კოშკში ჭერი დაზიანდა 12 12 18


ფოთში, განახლებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკში სახურავმა წყალი გაატარა და ჭერი დაზიანდა. რეაბილიტირებული ისტორიული ძეგლი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით,საზეიმო ვითარებაში გაისნა.ოპოზიციის წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ობიექტი ფორსმაჟორულ სიტუაციში, სწრაფი ტემპით, უხარისხოდ იქნა გარემონტებული, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლაძის შვილიშვილი იყრიდა კენჭს და მისი გახსნა აუცილებლად წინასაარჩევნოდ უნდა მომხდარიყო. კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის განმარტებით, ძლიერი წვიმის დროს შემინულ კონსტრუქციაში წყალი ჩავიდა, დაზიანებული ჭერი მშენებლებმა თავად მოხსნეს და პრობლემის დროულად აღმოფრხვა უახლოეს დღეებში მოხდება.ცნობისათვის, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს მომზადდა. პროექტი “ქართუ ჯგუფის” ფინანსური დახმარებით განორციელდა და მისმა ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა

მსგავსი სტატიები