ფოთში მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს
„არა ძალადობას“ ამ ლოზუნგით დღეს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს.ბავშვებმა პროტესტი გამოთქვეს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ.როგორც სკოლის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ განაცხადა, მოზარდებში აგრესიას კულტურის დაბალი დონე და გაუნათლებლობა იწვევს.