სიახლე 

ფოთში, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ 14 12 18


იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
აქციის შესახებ, იუსტიციის სახლის ფოთის ფილიალის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, თეონა გეთიამ განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

მსგავსი სტატიები