სიახლე 

აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ფოთში

„მეცხრე ტალღის“ ოფისში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამის მენეჯერის განცხადებით, საელჩო სამი მიმართულების პროექტს დააფინანსებს, თითოეული პროექტისთვის მაქსიმალური თანხა 25,000 დოლარია განსაზღვრული. როგორც მენეჯერი ამბობს,კონკურსში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო, არაკომერციულ, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.

მსგავსი სტატიები