სიახლე 

ფოთში წმ. დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე აღნიშნეს 17 12 18


მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, მამა ფიქრობდა, რომ ბარბარე წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა და მისი სხეული ფერფლად იქცა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება.

მსგავსი სტატიები