სიახლე 

ფოთის ,,კოლხმა რაინდებმა” ქუთაისის ,,ბაგრატი” ანგარიშით 12:8 დაამარცხეს 17 12 18


პარკი არენაზე საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგის მეორე წრის მეორე ტურის კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს, ფოთის ,,კოლხი რაინდები’’ და ქუთაისის „ბაგრატი“ დაუპირისპირდა. თამაში მორაგბეებს შორის დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩი კოლხი რაინდების გამარჯვებით, ანგარიშით 12:8 დასრულდა. დღეს, ფოთელ მორაგბეთა სამი გუნდი, ქუთაისში ასაკობრივი ჯგუფების ფესტივალში მონაწილეობს. ამ თამაშებით დასრულდება მიმდინარე წლის შეხვედრები.
მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი 2019 წლის 15 თებერვალს  გაიმართება.

მსგავსი სტატიები