ფოთში მე-9 კლასის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა
ფოთში მე-11 სკოლის მე-9კლასის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა, 15 წლის გოგონამ დილით გაკვეთილების დაწყებამდე, საპირფარეშოში სამართებლით მარცხენა მაჯა დაიზიანა,რის შემდეგაც დახმარებისთვის მანდატურს მიმართა. მოსწავლე სამედიცინო დახმარებამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს, ამჯერად გოგონა სახლში იმყოფება და მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მან მომხდარის მიზეზად მამასთან კონფლიქტი დაასახელა, თუმცა ამბობს რომ სახლში უთანხმოება ადრე არასოდეს ქონიამე-9 კლასის მოსწავლის მშობლები ირწმუნებიან, რომ შვილთან სერიოზული სახის კომფლიქტს არ ქონია ადგილი .მამამ მას მხოლოდ სიტყვიერი მითითება მისცა, რაც გოგონას განაწყენება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლთ არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.