ფოთში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა 24 12 18
23 დეკემბერს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ქალაქის მედიცინის ღვაწლმოსილ მუშაკებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ფოთის სახელოვნებო ცენტრში გაიმართა, მერმა ექიმებსა და ექთნებს, მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა და სამედიცინო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
დაჯილდოვდა ქალაქ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, დარეჯან დვალი, ექთანი _ მზია ფაცია. ასევე დააჯილდოვეს: სს „სამედიცინოკორპორაცია ევექსის“ ექიმი_მანანა მურვანიძე, ექთანი ნელი ჯობავა, შპს „იკამედის„ ექიმი მარინა ხოფერია, ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი ფერიდე წიქორიძე, ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლის ექიმი მაყვალა ამაღლობელი, ფოთის პოლიკლინიკის ექთანი ზაირა გაბუნია, შპს ფოთის #2 პოლიკლინიკის ექთანი, ნანული იოსავა-ჯაკონია, სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ლაზიკა მედის ექიმი გოჩა ცხვარაძე, ექთანი სვეტა კანკია და შპს ფოთის ტუბდისპანსერის ექთანი მარინა საპანაძე.
ცერემონიის დასასრულს, ფოთის კულტურის სამსახურმა, სამედიცინო პერსონალისთვის კონცერტი გამართა.