ფოთელი გიორგი ფარღალავა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული ,დაახლოებით ერთი კვირის წინ ფოთის გუნდი “ჭაბონამა“ გახდა. ამჯერად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს,რომელშიც “ჭაბონამას“ ფეხბურთელი გიორგი ფარღალავა მონაწილეობს. მისი მხარდაჭერის მსურველებმა თავიანთი პოზიცია მოყვარულთა თასის ფეისბუქ გვერდზე უნდა დააფიქსირონ