ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა ფოთში
მსახიობი ფატიმა აბრახამია საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვისთვის ემზადება,რომელიც ფოთის თეატრის ფოიეში გაიმართება.მომხმარებელს ხვალიდან საშუალება ექნება სასურველი კომპოზიცია შეიძინოს ან შეუკვეთოს. როგორც მსახიობი ამბობს ამ ხელოვნებით ბავშობიდან არის გატაცებული. ის თვითნასწავლი მეთოჯინეა. პირველი სერიოზული გამოფენა 2001 წელს თურქეთში ,იუნესკოს სართაშორისო ფესტივალზე შედგა,სადაც ფატიმას ხელნაკეთი თოჯინებით ესპანელი კოლექციონერი დაინტერესდა.