საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მფლობელი
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, 2017 წლის შედეგების მიხედვით (7 -14 წ.წ.) გამოავლინა საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელები. 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მფლობელი გახდა ფოთის საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი – დათო კოდუა (ფიდეს მწვრთნელი, საქართველოს A კატეგორიის მწვრთნელი).