“სოფლის მაშენებელი 2018” დაჯილდოვება 31 12 18
„სოფლის მაშენებელი 2018“- „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ გადაცემა „აგროსიახლეებმა“ და „მაუწყებელთა ალიანსმა“ წარმატებული ფერმერები გამოავლინა.
5 კატეგორიაში გამარჯვებულები პარტნიორ მედიაში ხილვადობისა და სხვა ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში წლის ფერმერი -ახალგაზრდა მეცხვარე გიორგი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. წლის ქალი ფერმერის ტიტული კი მეფუტკრე მარიამ კილაძემ მოიპოვა. წლის ბიომეწარმედ კობა დვალიშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურის ბაღი გააშენა. რაც შეეხება ახალგაზრდა მეღვინეს – ამ ნომინაციაში პრიზი ბექა ჯიმშელაძეს ერგო, გიორგი ციხელაშვილს კი წლის ვეტერინარის.