საქველმოქმედო კონცერტი ფოთში. 26 დეკემბერი, 2017
ფონდი “ქველმოქმედი 2015“–ის ორგანიზებით, არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საქვემოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მომავალმა ვირტუოზებმა : მზეჭაბუკ პაჭკორიამ, სენდი ვართანოვმა, თორნიკე სახოკიამ, თაკო გვასალიამ და ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა.საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირული თანხის საერთო ჯამმა 800 (რვაასი) ლარი შეადგინა. ხვალ ფონდი “ქველმოქმედი 2015“ საქველმოქმედო კონცერტიდან შემოწირული თანხით (800 ლარი) სოციალურად დაუცველ 12 მარტოხელა მოხუცს უზრუნველყოფს.