სიახლე 

ფოთში საახლწლო ბლიც ტურნირი ჩატარდა 7 01 19

5 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფიდეს რეიტინგ ბლიც ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 25 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. დაპირისპირება დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებულები მხოლოდ ბოლო ტურში გამოავლინდნენ. გამარჯვებული გიორგი გამზარდია გახდა; II – დათო კოდუა; III – თეიმურაზ კვიკვინია. 14 წლამდე გოგონებში პირველი ელენე წოწონავა იყო, 10 წლის ჭაბუკებში კი ალექსანდრე გარუჩავა.
ტურნირის მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოჭადრაკეთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო

მსგავსი სტატიები