სიახლე 

ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ფოთელი მოსწავლე გახდა 8 01 19


ინტელექტუალურ კონკურს “ვისდამი”-ის 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ფოთელი გიორგი სანიკიძე გახდა. ის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეა. გიორგი სანიკიძემ სეზონის წარმატებული მოსწავლის წოდება ისტორიის საგანში მოიპოვა. “ვისდამი” წარმოადგენს ერთადერთ ინტელექტუალურ კონკურსს საქართველოში, რომელიც ემსახურება ინოვაციური გზებით ნიჭიერი და განათლებული მოსწავლების წარმოჩენას, მათ პიროვნულ განვითარებასა და ცოდნის საზღვრების გაფართოებას

მსგავსი სტატიები