კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძება გაიმართა 08 1 19
კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძება გაიმართა. საზეიმო მიღებას პარლამენტის წევრები და უნივერისიტეტის თანამშრომლები, შვილებთან ერთად ესწრებოდნენ.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი წვილი, აღნიშნული მიზნით, უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამები და ინიციატივები აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა გააცნო. ვახტანგ წივწივაძემ იმ შეღავათების, პრემიებისა და გრანტების შესახებ ისაუბრა, რომლითაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები სარგებლობენ.
შეკრებილ საზოგადოებას მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატიმა შობადობის ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საშობაო ღონისძიებას დემოგრაფები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
საზეომო მოღების ბოლოს სტუმრებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.