სიახლე 

ფოთში გარე განათება ლედ სანათებითშეიცვლება 09 01 19


ფოთის ქუჩების გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების საკითხს, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. როგორც სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი გამოიყოფა. ახალი ტექნოლოგიის მართვა, კომპიუტერული სისტემით განხორციელდება. ლედ სანათები ელექტრო ენერგიის 60%-მდე ეკონომიის საშუალებას იძლევა. ასევე, გარეგანათების მოვლა პატრონობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვა მოხდება. საკითხის განხილვას ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ვიცე მერი კოტე თოფურია ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები