სიახლე 

ფოთის დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები დაურიგეს 09 01 19


ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა. მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერი დღის ცენტრში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მოგვიანებით ბავშვების მიერ სხვადახვა აქსესუარების მომზადების პროცესს დაესწრო და ხელნაკეთი ნივთებით დაინტერესდა. ფოთში კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის 2013 წლიდან ფუნქციონირებს, დღის ცენტრი ამჯერად 24 ბენეფიციარს ემსახურება.

მსგავსი სტატიები