სიახლე 

ფოთში H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა 11 01 19


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში H1N1 ვირუსი არ ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებას 779-მა ადამიანმა მიმართა. აქედან 133 აღმოაჩნდა გრიპის მაგვარი დაავადება და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. ამ დროისთვის პლევმონიის დიაგნოზით ფოთში, სტაციონალურ მკურნალობას, სამი ასაკოვანი მოქალაქე გადის. ექიმების განცხადებთ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სტატიები