სიახლე 

ფოთში საქართველოს დროშის დღე აღნიშნეს 14 01 19


14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული სიმბოლოსთვის, ღირსი პატივის მიგების მიზნით, ფოთში, საჯარო დაწესებულებებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სახლის აივნებზე, ფანჯრებზე თუ შენობის სახურავებზე საქართველოს ეროვნული დროშა გადმოფინეს და აღმართეს. სახელმწიფო დროშა, საქართველოს ერთიანობის, ერის ისტორიული გზის სიმბოლოა და ეროვნული დღესასწაულია, – განაცხადა აკაკი დარჯანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

მსგავსი სტატიები