სიახლე 

ავტოავარია სოფელ ჭალადიდში მსხვერპლით დასრულდა 16 01 19


გუშინ ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ,,სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა არხში ჩავარდა. თვითმხოლველის თქმით, მანაქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი და მეზობელი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა. ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორი კი ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ამის შესახებ ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამივე პაციენტს ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები