შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში
ფოთის სახელმწიფო თეატრში, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.საზეიმო კონცერტში ადგილობრივმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე მაყურებლის წინაშე მწერალი გურამ ოდიშარია,პოეტი ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი და მსახიობი გუჯა ბურდული გამოვიდნენ. თანაქალაქელებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და ქალაქის მერმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.