სიახლე 

ფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

ფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ნიკო კუცია დასახელდა. მან ეს წოდება მეათედ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ფოთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისთვის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა, რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. „მოყვარულთა თასი 2017’’-ის გათამაშებაში მიღწეული გამარჯვებისთვის , სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი „ჭაბონამა’’ დაჯილდოვდა. ჭიდაობაში საუკეთესო მწვრთნელად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტუღუში დასახელდა. ქალაქის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის,ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი , იუბილარი სპორტსმენები და დამსახურებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს
 
 
 

მსგავსი სტატიები