სიახლე 

ფოთის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება 22 01 19


H1N1 ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირის დაგვიანებით განახლდა. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის დაწყებამდე სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით, ყველა სკოლას მისცეს მითითება, რის საუძველზეც დაავადების თვიდან აცილების მიზნით, საკლასო ოთახებს სპეციალური ხსნარებით ასუფთავებენ. მისივე თქმით, დააკვირდებიან სკოლებში სრულდება თუ არა გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული სამუშაო.

მე-4 სკოლის დირექტორის გივიკო ხომერიკის თქმით, მათ ლიცენზირებული გერმანული წარმოშობის წამალი შეისყიდეს, რითაც კლასების და დერეფნების დეზინფექცია ხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

გოჩა ქორქიას თქმით, სასწავლო პროცესზე დაკვირვრბა მიმდინარეობს. ფოთის მასშტაბით სკოლებში დასწრება საკმაოდ მაღლია, საშუალოდ მოსწავლეების 16 % არ დადის. თუ საჭიროება დადგება, სამინისტრო სასწავლო პროცესის თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სტატიები