სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე 23 01 19


ფოთის საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გააპროტესტა. მათი მტკიცებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და ამით მოსახლეობა ზარალდება.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ, ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან განაცხადა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძლო უწოდა. მისი თქმით აღმასრულებელი რგოლი კანონის შესაბამისად მოქმედებს

მსგავსი სტატიები