სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრებმა წმ. პანტელეიმონის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს 24 01 19


ფოთის საკრებულოს წევრებმა, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს.ცნობისათვის, ნაბადის უბანში, სარსანიას ქუჩაზე ეკლესიის აგება 2009 წელს დიწყო, თუმცა უსახსრობის გამო მშენებლობის პროცესი დღემდე შეჩერებულია. მიმდინარე წლის 23 იანვარს საკრებულოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც ტაძის გადახურვას მოხმარდება.

ტაძრის ეზოში უკვე მეექვსე წელია წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო ფუნქციონირებს, სადაც საღვთო მსხაურებას მამა დავითი ატარებს. ის იმედოვნებს, რომ ღვთის ნებით ტაძარის მშენბლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

მსგავსი სტატიები