სიახლე 

ფოთში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ 24 01 19


დღეს ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო სკოლის მოედანი დაათვალიერეს. ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის გიორგი რევაზიშვილის განცხადებით, ქართული ფეხბურთი წლებია აქ გაზრდილი ფეხბურთელებით საზრდოობს და აუცილებელია ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფოთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა.ის სკოლის მწვრთნელებსა და მოსწავლეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ფედერაცია უახლოეს მომავალში, სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები